როგორი იყო ლარის კურსი სავაჭრო პარტნიორ ვალუტებთან

2020 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.1%ით გამყარდა, ხოლო ევროსთან 5.0%-ით გაუფასურდა. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

აქვე განმარტებულია, რომ ლარი გამყარდა თურქული ლირისა და რუსული რუბლის მიმართ, შესაბამისად, 5.8% და 2.8%-ით. 

ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 0.7%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 0.2%ით გაუფასურდა. 

რაც შეეხება ფასების დონის დიფერენციალით დაკორექტირებულ გაცვლით კურსს, სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 0.9%ით გაუფასურდა, ხოლო წლიურად კი 0.8%-ით გამყარდა.

რეალური გაცვლითი კურსის გაუფასურება ფიქსირდება ზოგიერთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა რუსეთის, თურქეთის და უკრაინის ვალუტებთან მიმართებაში კურსი გამყარდა. 

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შესწორებული წონებისა და მომსახურების გათვალისწინებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის დინამიკა მცირედით განსხვავებულია, ვიდრე ოფიციალური წონებით. კერძოდ, ამგვარად შესწორებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.0%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად 1.2%-ით გაუფასურდა.