როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე?

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი სხვადასხვა მიმართულებით ერთიანი დინამიკის გარეშე ივაჭრება.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,16%-ით გაიზარდა და ბარელზე 75,92 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,87%--ით არის შემცირებული და ბარელზე  73,15 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობმოვაჭრეები კალენდარული წლის ბოლოს მკაცრი ქმედებებისგან თავს იკავებენ. ამავდროულად, მომავალ სამშაბათს, 4 იანვარს, OPEC +-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც ალიანსი სავარაუდოდ გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა მოპოვების გაზრდა.

გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, იაპონიამ  ნავთობის გაყიდვა სტრატეგიული მარაგებიდან დაიწყო. მანამდე აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სამხრეთ კორეამ სტრატეგიული რეზერვები დალუქეს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.