როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე?

გასული სავაჭრო დღის დასრულებისთვის, ლონდონის ICE-ის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია Investing.com-ზე გამოქვეყნდა.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 1,31%-ით გაიზარდა და ბარელზე 81,05 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,99%-ით არის მომატებული და ბარელზე 77,75 აშშ დოლარად ბარდება.

OPEC+-ის ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია თებერვლისთვის ნავთობის მოპოვებას  400 ათასი ბარელით გაზრდის.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.