როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე?

ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის მარაგების ზრდის დონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო. 

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.49%-ით შემცირდა და ბარელზე 85,23 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.67%-ით არის შემცირებული და ბარელზე 84.09 აშშ დოლარად ბარდება.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, ქვეყანაში „შავი ოქროს“ ყოველკვირეული მარაგი 2,3 მილიონი ბარელით გაიზარდა. ამავდროულად, ანალიტიკოსები მხოლოდ 1,7 მილიონი ბარელით ზრდას ვარაუდობდნენ.

ნავთობმოვაჭრეებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა  OPEC +-ის მორიგი შეხვედრა იქნება, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.