როგორია ოქტომბრის დატვირთულობა სასტუმროებში

ოქტომბრის დატვირთულობა მიმდინარე ჯავშნების მიხედვით პრე-კოვიდ ჯავშნების გარეშე ზღვისპირა სასტუმროებში 2%-ს შეადგენს, თბილისში 6%-ს, ხოლო კახეთის და სხვა რეგიონების დიდ სასტუმროებში დატვირთულობა 18%-ია.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა ოქტომბერში გაზრდილია კახეთში (+6 პპ) და სხვა რეგიონებში (+4 პპ), შემცირდა თბილისში (-1 პპ), და არ შეცვლილა ზღვისპირა სასტუმროებისთვის.

უქმეებზე, გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა მთელს საქართველოში და ზღვისპირეთში 1% შეადგინა, თბილისში 13%, სხვა რეგიონებში 62%, ხოლო კახეთში 63%.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება.

ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.