როგორია ტვირთამწეობის ნორმა საქართველოში

ტვირთამწეობის ნორმა საქართველოში ახალი რეგლამენტით 40 ტონაა.

ამის შესახებ აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ცალკეულ გზებზე 2018 წლის 1 ივლისიდან + 28 C ტემპერატურის ზემოთ, 10 დან 22 სთ მდე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ამასთან ღერძზე მოსული დატვირთვა არ უნდა არემატებოდეს 7 ტონას.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ღერძზე მოსული დატვირთვის ნორმა შეადგენს 10 და 11.5 ტონას. 

" + 28 C ტემპერატურის პირობებში ბიტუმის ტემეპერატურა აღწევს + 42 C, ასეთ პირობებში გზის საფარი რბილდება და ტოვებს თვლის ნაჭდევებს. ამ მოთხოვნით, უკრაინაში ხორბლის გადაზიდვებისას წონითი ნორმის შეზღუდვის დაწესებით დატვირთვა შეამცირა 30 ტონიდან 23 ტონამდე, რამაც გააძვირა გადაზიდვის თვითღირებულება; რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ 2019 წელს შემუშავებული კანონპროექტით „როსტრანსნადზორს“ უფლობემოსილება, განახორციელოს მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის წონითი და გაბარიტული ნორმების კონტროლის," - აღნიშნულია მიმოხილვაში.