რომელი ქვეყნების ტურიზმი დააზარალა პანდემიამ ყველაზე მეტად

გასულ წელს გლობალური ტურიზმის ზარალმა 4.5 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 2019 წელთან შედარებით, მშპ-ში 49.1%-ით არის შემცირებული. შარშან სექტორში ჯამურად 62 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

World Travel & Tourism Council-ი აქვეყნებს ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ტურიზმის სექტორი პანდემიამ ყველაზე მეტად აზარალა. აშშ-ის ტურიზმი პანდემიამ ყველაზე მეტად შეამცირა, კლება 766 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმის წილი მშპ-ში 5.3 პროცენტამდე შემცირდა მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის 8.6 პროცენტზე იყო. 

8 ქვეყანა, რომლის ტურიზმიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ასე გამოიყურება:
1. აშშ
2. ჩინეთი
3. გერმანია
4. იაპონია
5. დიდი ბრიტანეთი
6. იტალია
7. საფრანგეთი
8. ინდოეთი