რომელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა საქართველოდან

საქსტატის ცნობით, საქსტატის ცნობით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი - $2.4 მილიარდი (14.9%-ით ნაკლები), იმპორტი კი $5.7 მილიარდი იყო (15.9%-ით ნაკლები). 

ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. 

ყველაზე მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება ფარმაცევტულ პროდუქტებში, რომელთა ექსპორტის მაჩვენებელი 49%-ითაა შემცირებული.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის დინამიკა ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $541.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.1%;

2. მსუბუქი ავტომობილები - $304.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -37.3%;

3. ფეროშენადნობები - $180.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -24.9%;

4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1143.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -5.8%,

5. სპირტიანი სასმელები - $86.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10.8%;

6. მინერალური და მტკნარი წყლები - $81.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16.9%;

7. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $77.3 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);

8. სამკურნალო საშუალებები - $71.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -49.6%;

9. ოქრო - $68.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.5%;

10. აზოტოვანი სასუქები - $56.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21%.