რუსეთი წიწიბურას ექსპორტის დროებით შეზღუდვას გეგმავს

დიდი ალბათობით რუსეთი წიწიბურას ექსპორტს შეზღუდავს. დროებითი რეგულაციის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა. საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ამ სეზონზე წიწიბურას ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის პროდუქტის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა.