რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ატამსა და ვაშლატამაში ყავისფერი სიდამპლე აღმოაჩინა

რუსეთის როსსელხოდნადზორმა საქართველოდან ექსპორტირებულ ატამსა და ვაშლატამაში ყავისფერი სიდამპლე აღმოაჩინა. ამის შესახებ ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურიდან საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინეს . ისინი ამბობენ, რომ შეშფოთებას იწვევს საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ მცენარეულ პროდუქტში საკარანტინო ობიექტების აღმოჩენა.

ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ გააფართოებენ სახელმწიფო ფიტოსანიტარული მონიტორინგის პროგრამას, რათა სრულად მოიცვან ის ტერიტორიები, სადაც მოჰყავთ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურები, ასევე შეამოწმებენ მაცივრებსა და საწყობებს.