"რუსთავის აზოტის" ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება

აზოტის ქარხნის გაფიცულ თანამშრომელთა ნაწილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც.

რუსთავში 2 000-მდე თანამშრომელი მეხუთე დღეა გაფიცვას აწყობს. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ადგილზე მშრომელთა სოლიდარობის კავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.