Ryanair 2 000 თვითმფრინავის დამატებას გეგმავს

ევროპული ავიაკომპანია Ryanair Holdings ადამიანური რესურსების მოზიდვის უმსხვილეს კამპანიას იწყებს, ვინაიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომპანია 2 000 თვითმფრინავის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიას ბაზარზე პანდემიით დასუსტებული კონკურენტების წილის ათვისება სურს.

Ryanair-მა გასულ თვეში ახალი Boeing 737 Max-ების შეძენა დაიწყო. Ryanair-მა 210 ერთეული Boeing 737 Max შეუკვეთა. 

ამასთან, დასაქმებულთა ზრდას გამოცემა Bloomberg იმ ფაქტს უკავშირებს, რომ Ryanair-ის კონკურენტებმა, კერძოდ  Lufthansa-მ,  Air France-KLM-მა და TAP-მა  სამუშაო ადგილები შეამცირეს.