საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,9 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,2% (2,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,2% (0,6 ათასი ტონა) - იტალიიდან, 10,2% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 10,2% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 8,2% (0,4 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის იანვარ-მარტის თვეებში იმპორტის 63,6% (7,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან; 11,8% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან; 11,0% (1,2 ათასი ტონა) - იტალიიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

"საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან," - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.