საავიაციო ნავთის იმპორტი მზარდია

2021 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. ბიზნესგაერთაინების მონაცემებით, 2021 წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,4% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,5% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,6% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,6% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,8% (0,2 ათასი ტონა) - იტალიიდან.

საავიაციო ნავთობის იმპორტი მზარდი იყო მარტშიც. 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,9 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით.