საავიაციო ნავთის იმპორტმა იკლო

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.

"2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5% (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,9% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან; 1,8% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

"2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.