დღეს 28 იანვარს, 16:00 საათზე, გაიმართება საქართველოს საბანკო ასოციაციის და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ვებინარი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ფერმერებს მათ მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.
ვებინარის თემებია:
1. საკრეტოპორტფელი - დაფინანსებული აგროსესხების სტატისტიკა;
2. რას აფასებს ბანკი კრედიტის გაცემისას (გირაო, ბიზნესგეგმა, ფინანსური გათვლები);
3. კრედიტის აღებისას რა უპირატესობა აქვს ბიზნესის ფორმას
4. პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში კრედიტის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა
5. რა მხარდაჭერაა ბანკის მხრიდან იაფი აგროკრედიტის ან აწარმოე საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო პროექტებში მონაწილეობისას;
6. რეკომენდაციები ფერმერებს / აგრობიზნესის წარმომადგენლებს