საბანკო პორტფელები ზრდის დინამიკას ინარჩუნებს

საბანკო პორტფელები ინარჩუნებს ზრდის დინამიკას. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრისა, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ იმ ხელშემწყობი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რაც მთავრობამ გაატარა, მათ შორის დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამების კუთხით. 

ასევე აღინიშნა, რომ ეფექტიანად განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ კრიზისთან დაკავშირებული დროებითი საბანკო ზედამხედველობის ღონისძიებები.

შეგახსენებთ, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. 

საუბარია იმ ღონისძიებებზე, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში შეიძლება გატარდეს და რომელიც შეეხება, როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებს, მომდევნო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკის შესაბამისად.