საფრანგეთი საქართველოს ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონს გამოუყოფს

დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას.

„ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთოს განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს, საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 480 მილიონ ევროს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.