საფრანგეთმა Google და Facebook დააჯარიმა

საფრანგეთის ინფორმატიკისა და თავისუფლებების ეროვნულმა კომისიამ (CNIL), მომხმარებელთა ინფორმაციის შეგროვების დარღვევისთვის,  Google და Facebook დააჯარიმა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, Google-ს 150 მილიონი დოლარის, ხოლო  Facebook-ს 60 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, საუბარია ე.წ. cookie-ზე, რომელიც  მიზნობრივი რეკლამისთვის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

ფრანგულმა მარეგულირებელმა დაადგინა, რომ Facebook, Google და  Youtube cookie-ების გათიშვას ართულებს. 

ამასთან, გამოცემის ცნობით, აღნიშნული ჯარიმის ოდენობა რეკორდულია. მანამდე,  მაქსიმალური ჯარიმა მარეგულირებელმა 2020 წლის დეკემბერში დააწესა და 100 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯარიმა  ამ შემთხვევაშიც Google-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.