საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 161 მილიონი ლარი მოხმარდება

161 მილიონი ლარით დაფინანსდება ქვეყნის რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით, 2021 წელს დასრულდება 49 სკოლის მშენებლობა და 80 სკოლის რეაბილიტაცია. დაფინანსდება 17 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება. მომავალ წელს ეს უწყება ჯამში 2,371,630,000 ლარს დახარჯავს.