საჯარო პირების შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი იზრდება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, 2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება.

როგორც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის დამტკიცებული გეგმის მაჩვენებელზე, რომელიც 1,554,287.8 ათას ლარს შეადგენდა.

აქვე განმარტებულია, რომ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობაც. 2021 წელს საჯარო სექტორში 112 570 დასაქმებული იქნება და შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გეგმასთან (112 214) შედარებით 356-ით იზრდება.