საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება - PHOTO

დღეს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ეროვნული კონფედერაციის პრეზიდენტ მამედ მუსაევს შეხვდა და აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში ბიზნეს ფორუმის ჩატარება შესთავაზა. მამედ მუსაევმა ქართველ დიპლომატს პასუხად ბიზნესფორუმის ფორმატის კიდევ უფრო გაზრდა და მასში თურქული მხარის ჩართვაც შესთავაზა. ზურაბ პატარიძემ იდეა მოიწონა და  მხარეებმა გაცვალეს აზრები აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ბიზნეს ფორუმის საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამმხრივ ფორმატში, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს, ბიზნეს კავშირების გაგრძელების მნიშვნელობას.