საქართველო გარემოსდაცვით პოლიტიკას აახლებს

„ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობის და პოლიტიკის სრულად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი საკანონმდებლო აქტი.