საქართველო-ირლანდიის ბიზნეს-საბჭო დაარსდა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს საინაუგურაციო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა, მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრმა ლეო ვარადკარმა, ხოლო საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო=ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი შესრულდა და საბჭოს დაფუძნება ერთგვარად სიმბოლურია. საბჭოს წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი პლატფორმა მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახლო მომავალში საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით.

კონფერენციაში 90-მდე მონაწილე და დამსწრე იყო ჩართული,