ლევან დავითაშვილი: საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ბარიერები უნდა მოიხსნას

„ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, მათ შორის საერთაშორისოს, იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრული ქვეყნის დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილოთ," - ამის სესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს. 

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლას და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისასალმებელი ფაქტია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მოიხსნას ის დამატებითი ბარიერები, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება და რაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ეს არის ღიად განცხადებული პრიორიტეტი და არაფერია აქ დასამალი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.