საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობა მთავრობის წევრებმა განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრას დაესწრო. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა. მისი თქმით, არსებობ ს შავ ზღვაზე მიმოსვლიოს უფრო მეტად გააქტიურების შესახებლობები. 

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსთვის ტრადიციულად, ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია , რაც ტურიზმის განვითარების შესაძლებლობასაც მეტად იძლევა. 

უკრაინულ მხარეს შევთავაზეთ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე 600-ზე მეტი ერთობლივი კომპანია არსებობს, პოტენციალი ამ მხრივ მეტი გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.