საქართველოდან აზერბაიჯანში 21 083 ერთეული მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობა 37 019 ერთეულს გაუტოლდა. ფულად გამოსახულებაში კი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 364 მილიონ 842 ათასი დოლარს გაუტოლდა.

თერთმეტი თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 21 083 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გაიტანა და შედეგად 204,211.04 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურ ჭრილში მანქანების ექსპორტი აზერბაიჯანში 3 163 ერთეულით შემცირდა, თუმცა აზერბაიჯანზე ავტომობილების ექსპორტის ნახევარზე მეტი, 57%-ი მოდის. 

ავტომობილების საერთო ექსპორტმა საქართველოში წლიურ ჭრილში 42.5% -ით იკლო.

საქართვლოსთვის ავტომობილების უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აქტიურია ასევე შემდეგ ქვეყნებშიც: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, მიანმარი, კანადა, ჩინეთი, კვიპროსი, ჩეხეთი.