საქართველოდან აზერბაიჯანში 543 ტონა ვაშლატამა და ატამი დაექსპორტდა

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 543 ტონა ვაშლატამა და ატამი დაექსპორტდა, რაც ამ ხილის ექსპორტის საერთო მოცულობის 3%-ს უტოლდება.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (62% - 10 108 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (33% - 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% - 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.

2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.