საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 53.5%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში 91,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 13 547 ერთეული მსუბუქი ავტომობილია ექსპორტირებული.  

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 4,727 ერთეულით, 53,5%-ით გაიზარდა.