საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 417 ტონა ატამი და ვაშლატამა გაიყიდა

წელს საქართველოდან აზერბაიჯაში 417 ტონა ატამი და ვაშლატამა გაიყიდა. 

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (61% - 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% - 1 857 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (7% - 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2% - 109 ტონა).

სამინისტროს განმარტებით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

14 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ჯამში 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული.