ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველომ 4.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

ექსპორტის თითქმის განახევრებამ შეამცირა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც. 

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32.0%-ით ჩამორჩება. 

საშუალო ექსპორტის ფასი კვტ.სთ-ზე 3.7 კვტ.სთ-ს შეადგენდა, რაც წლიური 18.6%-იანი ზრდაა.

"ფასის ზრდა ექსპორტის სტრუქტურის ცვლილებას უკავშირდება," - განმატავენ GALT&TAGGART-ის სპეციალისტები.

წელს საქართველომ დენი თურქეთს სომხეთს და აზერბაიჯანს მიჰყიდა.2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის 51.8% მიმართული იყო თურქეთის, 38.4% სომხეთის და 9.9% აზერბაიჯანის მიმართულებით.