საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 503,4 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. 

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ანგარიშის თანახმად, საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაზარდა.

ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-მდე შეამცირა.