საქართველომ აზერბაიჯანში წელს 51.9 ტონა სიმინდი დააექსპორტა

საქსტატის ცნობით, საქართველომ მიმდინარე წლის 8 თვეში აზერბაიჯანში 51.9 ტონა სიმინდი დააექსპორტა. ფულად გამოსახულებაში აზერბაიჯანში გატანილი სიმინდის ესპორტი 284. 0 ათას დოლარს გაუტოლდა.

1005 სასაქონლო-საბაჟო კოდის ქვეშ დაექსპორტებული სიმინდი საქართველოდან აზერბაიჯანში მთლიანად საავტომობილო გზით გადაიზიდა. ექსპორტი მხოლოდ თებერვალსა და მარტში განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ აზერბაიჯანში გაიტანა წინა წელს მოწეული სიმინდი, რადგან სიმინდის მოსავლის აღებას ქვეყანა ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოდან იწყებს და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

რაც შეეხება წინა წელს, 2019 წლის 8 თვეში საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში 1005 სასაქონლო ნიშნის ქვეშ გაიყიდა 42.5 ტონა 210.4 ათასი დოლარის ღირებულების სიმინდი.