საქართველომ აზიური ფაროსანას პრობლემა დაძლია

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში დაძლეულია, ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ, ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.

ცნობისთვის, ფაროსანა წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია ცხელი ხაზი:

სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)

გურია - 16006 (ზარი უფასოა)

იმერეთი - 16 601 (ზარი უფასოა)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01