საქართველომ ბელორუსიისგან 30 ერთეული კომბაინი შეიძინა

ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაშის“ დირექტორს შეხვდა. მინისტრს კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრ ნოვიკოვმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კომპანიის დირექტორს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანიისგან „გომსალმაში“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ