საქართველომ თურქეთს 25 ტონა დაინფიცირებული კარტოფილი დაუბრუნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო–თურქეთის საზღვარზე ათასობით კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ამოიღო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უხარისხო საქონელი „სარფის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს – ქვეყანაში თურქეთიდან უნდა შემოსულიყო სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო 25 ათასი კილოგრამი კარტოფილით.„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას... აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა", – ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.