საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დინამიკა უმჯობესდება

საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დინამიკა უმჯობესდება. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის შემდეგ პირველად გადაუსწრო იან-თებ პერიოდის საშუალოს. ზრდამ ბოლო კვირაში +11% შეადგინა.

საჯარო რეესტრში გაყიდული ბინების ტრანზაქციებში მკვეთრი გაუმჯობესება შეინიშნება. წლიურმა ცვლილებამ -26% შეადგინა, ხოლო წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი -41% იყო.

ივნისის პირველი კვირის მაღალი მაჩვენებლის შემდეგ, ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვა ზრდის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. წლიურმა ზრდამ +34% შეადგინა.

სამშენებლო მასალებსა და გრძელვადიან საქონელზე უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი მცირედით შენელდა.

საკვებ ობიექტებში ხარჯვა ეტაპობრივად უმჯობესდება. გასულ კვირაში ზრდის ტემპმა წ/წ -29% შეადგინა.

ივლისში რეგიონის სასტუმროების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით 4 პპ-ით გაიზარდა; ივლისში 4% სამომავლო დატვირთულობა ფიქსირდება თბილისში, 6% ბათუმში, 11% რეგიონში.

მარტის შემდეგ გაკეთებული ჯავშნები არსებული ჯავშნების დაახ. 75%-ს შეადგენს რეგიონის სასტუმროებისთვის, 50%-მდეა ბათუმში და 20%-ზე ნაკლებია თბილისის სასტუმროებისთვის.

კურსის ეფექტის გამორიცხვით, საგარეო გადარიცხვები ივნისის მეოთხე კვირაში წ/წ 2%-ით გაიზარდა