“საქართველოს ფოსტა” ჯორჯიან კარგოს” საკონტროლო პაკეტს ყიდის

“საქართველოს ფოსტა” საკუთარი შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან კარგოს” საკონტროლო პაკეტის 51%-იან წილს 3.5 მილიონ ლარად ყიდის.

აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იქნება 2 წლის განმავლობაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. 

ამასთან, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შეეძლება საინვესტიციო თანხის მაგივრად შეიტანოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, ავტო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ინვენტარი, რომელიც საჭიროა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ბიზნესისათვის.