საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 200 ლარით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე შემცირდა. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალშო 3,016 ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია. 

ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობის კლება მეორე კვარტალში 12.3%-იანი რეცესიით არის განპირობებული. საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ვარდნა 20%-საც აჭარბებს, მათ შორისაა ტურიზმი, რომლის შემოსავალიც 40%-ით არის შემცირებული. 

საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).

საქსტატის შეფასებითვე, 2020 წლის 7 თვეში ქვეყანაში ეკონომიკურმა ვარდნამ 5.7% შეადგინა.

სექტორული ეკონომიკური ზრდის/ვარდნის მაჩვენებლები ასეთია:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა.