კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის საქართველოს რკინიგზას საუკეთესო შედეგი აქვს

ქართულ კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის საქართველოს რკინიგზამ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ამის შესახელ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ობლიგაციების რეგიონულ მიმოხილვაში.

ორგანიზაციის კვლევით, აგვისტოში რკინიგზის ობლიგაციების შემოსავლიანობა 124სპ-ით შემცირდა, ხოლო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლიანობა კი 75სპ-ით შემცირდა იმავე პერიოდში.

119სპ-ითაა შემცირებული შემოსავლიანობა საქართველოს ბანკის ევროობლიგაციაზე. დაახლ. 55სპ-ით შემცირდა შემოსავლიანობა თიბისი ბანკისა და GEOCAP-ის ევროობლიგაციებზე, ხოლო სილქნეტისა და GGU-ს ევროობლიგაციებზე აგვისტოში შემოსავლიანობა თითქმის არ შეცვლილა.