საქართველოს რომელი რეგიონი შენდება ყველაზე მეტად

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შესული უძრავი ქონების ჯამური მოცულობა 32.8%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 484 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, რაც რაოდენობრივად 21.8%-ით ნაკლებია, წინა წელთან შედარებით, ხოლო ობიექტების ჯამური ფართობი 419,700 კვადრატული მეტრია, რაც წინა წელთან შედარებით, 32.8%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპლუატაციაში მიღებული ერთი ობიექტის საშუალო ფართობი 867 კვადრატული მეტრია. 

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით აშენებული პროექტების ფართობს, მისი 29% თბილისშია თავმოყრილი, მეორე ადგილზეა კახეთი 12.6%-ით,ხოლო მესამე ადგილს 12.2%-იანი წილით იმერეთი იჭერს. 

ყველაზე ცოტა სამშენებლო პროექტები განხორციელდა აჭარაში.

○ თბილისი - 29.5%
○ კახეთი - 12.6%
○ იმერეთი - 12.2%
○ ქვემო ქართლი - 11.8%
○ სამეგრელო ზემო სვანეთი - 10.1%
○ მცხეთა-მთიანეთი - 7.8%
○ შიდა ქართლი - 5.4%
○ სამცხე-ჯავახეთი - 5.4%
○ გურია - 2.3%
○ აჭარა - 2.1% 

საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალიტეტების მიერ 2285 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 11.4%-ით მეტია. 

როგორც უწყება განმარტავს, თუ აღნიშნული ნებართვებით პროექტები რეალურად განხორციელდება, ქვეყანაში დამატებით 1,537,800 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიქმნება.