2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი $5,74 მილიარდს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალდებულებები $306,17 მილიონით არის გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $3,9 მილიარდი მართებს.
საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოც ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება $1.01 მილიარდია.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა $500 მილიონია.