საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთია

საქსტატის წინასწარი შედეგებით, 2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. 

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 498.7 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი 497.1 მლნ. აშშ დოლარი და სომხეთი 412.2 მლნ. აშშ დოლარი.

2019 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი – 1 613.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 975.9 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 858.7 – მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი 1 816.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 1 473.0 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 1 086.3 მლნ. აშშ დოლარი.