მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოს აზერბაიჯანიდან 22 305 ადამიანი ესტუმრა.
მხოლოდ მაისის თვეში, საქართველოს აზერბაიჯანიდან 5 704 ადამიანი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 74,1%-ით მეტია.
თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის საერთო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 245 711 ადამიანით, 91,7%-ით ჩამორჩება.
პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანი მე-4 ადგილს იკავებს თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის შემდეგ.