საქართველოში ჩინური იმპორტი შემცირდა

ფულად გამოსახულებაში წელს პირველ ოთხ თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტი გაიზარდა 207.9%-ით, ხოლო იმპორტი შემცირებულია 23.0%-ით.

ამის შესახებ report.ge-ს საქსტატიდან აცნობეს.

როგორც report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში ჩინეთიდან იმპორტირებული 10 უმსხვილესი საქონლიდან 7-ში კლება ფიქსირდება. 

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 26.8%-ით გაიზარდა ბუნებრივი ან სინთეზური ჰორმონების იმპორტი, 33. 7%-ითაა გაზრდილი მძიმე ტექნიკის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების იმპორტი, ხოლო მზა ტანსაცმლისა და ტანსაცმლის თარგების იმპორტი 503.7%-ით გაიზარდა.

წელს პირველ ოთხ თვეში საქართველოში განხორციელდა 210,575.7 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან შემოვიდა 273,532.5 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი.