საქართველოში იმპორტის უმეტესობა წელს თურქეთიდან შემოვიდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. 

პირველ სამეულში შედის: თურქეთი (478.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (336.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (274.7 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (560.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (494.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (443.2 მლნ. აშშ დოლარი).

აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა რიგებში მეოთხე, მეხუთე მეექსვსე ადგლებს იყოფენ.