საქართველოში ხელფასები შემცირდა

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით); 

⦁ მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით); 

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით); 

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით);