საქართველოში PASHA Bank-ს ახალი დირექტორი ჰყავს

საქართველოში PASHA Bank-ს ახალი დირექტორი ჰყავს. PASHA Bank-ის საქართველოს შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია გახდა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  2015-2016 წლებში შურღაია იყო PASHA ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბანკის დირექტორის პოსტზე დანიშვნამდე ის ხელმძღვანელობდა Yelo Bank-ს  აზერბაიჯანში.

2020 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, "PASHA Bank საქართველოს" აქტივები 470 მილიონი ლარი იყო. ბანკმა პანდემიური წელი (2020 წელი) 23.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.