საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარია

„საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდმა” და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონი გამოაცხადეს. საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის საწყისი ფასი $14.25 მილიონი დოლარია. 

შეგახსენებთ, რომ მისი მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაჯდა, ღირებულების 70% კი, EBRD-მა დააფინანსა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი განმარტავს, რომ ქართლის ქარის სადგურის ახალ მფლობელს სესხის დაფარვა თავადვე მოუწევს და ის, რომ 26 მილიონ ევროიანი პროექტი 14 მილიონად იყიდება, არაფერს ნიშნავს.

“არსებობს ასეთი - კერძო კაპიტალი და სესხი. მთლიანად კი ღირს 26 მილიონი, მაგრამ აქედან 14 მილიონი არის შეტანილი თანხა, როგორც კაპიტალი. ხოლო დანარჩენი, სესხი რჩება ახალ მფლობელს”,- განუცხადა მედიას თვალაბეიშვილმა.