საქართველოში რძე ძვირდება

შინამეურნეობებისა და კომერციული ექსტენსიური ფერმების ნედლი რძე კვლავ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შარშან.

ამსი შესახებ ინფორმაციას "მერძევეობა საქაქართველოში" ავრცელებს.

მათი განმარტებით, კომერციული სექტორი რძეს ბევრად უფრო იაფად ყიდის ვიდრე წვრილი შინამეურნეობები და სხვაობა ორი ჯგუფის საშუალო ფასს შორის უპრეცენდენტოდ მაღალია

ეს ფაქტი კი სიგნალია, რომ ბაზარზე მსხვილი მწარმოებლების საჭიროება იზრდება.

"თუმცა მხოლოდ სიმხვილე არ არის წარმატების გარანტი - ასევე საჭიროა ეფექტური წარმოება და რძის დაბალი თვითღირებულება," - აცხადებემ ბიზნესგაერთიანებაში. და დასძენენ, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე, რძის მწარმოებლები იძულებულნი არიან ფასები აწიონ თავიანთ პროდუქტზეც, ან დატოვონ ბაზარი. მათივე განმარტებით, ზრდისთვის ნედლი რძის ბაზარს პირველადი მწარმოებლის პროდუქტიულობის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

მათი ინფორმაციით, შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს საშუალოდ 0.80 ლარად აბარებენ, კომერციული ექსტენსიური ტიპის ფერმები კი - 1.00 ლარად. ბიზნესგაერთიანების შეფასებით, ასეთი მაღალი ფასები წელიწადის ამ დროს უპრეცენდენტოა.

"ასევე უპრეცენდენტოა მსგავსი დიდი სხვაობა ორი ჯგუფის ფასებს შორის - კომერციულმა ექსტენსიურმა ფერმებმა ბევრად უფრო მაღალი ფასის მიღება შეძლეს ვიდრე შინამეურნეობებმა, რაც კომერციული მერძეული სექტორის უპირატესობებით აიხსნება: უფრო მარტივი ლოგისტიკა - მეტი რძის შეძენის შესაძლებლობა ერთი ფერმიდან ვიდრე ერთი შინამეურნეობისგან, შედარებით მაღალი ხარისხი, მეტი გავლენა ფასის ფორმირებაზე. 

მიმდინარე წელს პირველად ვხვდებით ივნისის თვეში 1.00 ლარზე მაღალ ფასებს. კომერციულ ექსტ. ფერმებისთვის, შემთხვევათა 40%-ში რძე 1.10 ლარზე ძვირად იყიდება შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე გაძვირებულია ორივე ჯგუფში. შინამეურნეობებში 5%-ით, კომერციულ ექსტ. ფერმებში კი - 13%-ით," - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.